ქუთაისში მიკროავტობუსების მძღოლებმა გაფიცვა შეწყვიტეს
ქუთაისში მიკროავტობუსების მძღოლთა გაფიცულმა ნაწილმა პროტესტი შეწყვიტა . ეს გადაწყვეტილება მძღოლებმა ქალაქის ხელმძღვანელებთან შეხვედრის შემდეგ მიიღეს. მათი განცხადებით, ადგილობრივმა მთავრობამ მათ განუმარტა კონკურსის პირობები და დარწმუნდნენ, რომ ყველა პროცესი გამჭირვალედ ჩაივლის.
გაფიცულები ასევე აცხადებდნენ, რომ აპირებენ ხვალინდელ კონკურსში მონაწილეობის მიღებას.
თავის მხრივ, ადგილობრივ მთავრობაში განმარტეს, რომ საკონკურსო პირობები არ შეცვლილა და კონკურსი ჩაივლის ღიად და გამჭირვალედ, სწორედ ისე, როგორც წინა ეტაპი წარიმართა.

ამ დროისათვის ყველა მიკროავტობუსის მძღოლი სამუშაოს დაუბრუნდა.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.48%
გაუარესდა - 52.42%
არ შეცვლილა - 12.1%
სულ - 124 ხმა

14:45
15:50
13:51
14:46
10:52