|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში, "ჰიპო მარკეტი" სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად მოეწყო (ვიდეო)

ქუთაისში, მონ პლაზირის ტერიტორიაზე ჰიპო მარკეტის აქცია მიმდინარეობს.  აქციაში ჩართვა და ნივთების გამოტანა ნებისმიერ მსურველს  შეუძლია

შემოსული თანხა,  სტიქიით დაზარელებულებს მოხმარდებათ. გასაყიდად გამოტანილია  სხვადასხვა სახის სუვენირებიაქსესუარებიჭურჭელი და ასე შემდეგ.   

ამ დროისთვის, აქციის მონაწილეები მყიდველთა რაოდენობას არ უჩივიან, თუმცა საქალაქო ტრანსპორტის გაფიცვამ, მათ გარკვეულ  წილად ხელი შეუშალათ

"მიუხედავად იმისარომ უტრანსპორტობამ ხელი შეგვიშალამაინც ბევრი ნივთი გავყიდეთ. რაზეც დიდი მადლობა მინდა ვუთხრა მოსახლეობას. ისინი გაგებით მოეკიდნენ აღნიშნულ აქციას. დღის ბოლომდე ველოდებით უფრო მეტს ადამიანს" ,-განაცხადა აქციის მონაწილემ ანა ჩოგოვაძემ.


ავტორი: ანი ლიპარიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 57.14%
არა - 42.86%
არ ვიცი - 0%
სულ - 7 ხმა