|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"შევადგინოთ უცხოეთში მცხოვრები ნათესავების სია"

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გადაწყვეტილებით, სვეტიცხოვლობას, 14 ოქტომბერს საქართველოში ყოველთა ქართველთა კონგრესი პირველად გაიმართება. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში მოუწოდა თითოეულ ქართველს, ვისაც უცხოეთში ჰყავს ახლობელი და ნათესავი, შეადგინონ ამ ადამიანების სია.  "ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა გავახსენოთ ჩვენს სისხლსა და ხორცს, რომ მათი წინაპრები არიან აქ. მათი პაპა აქ განისვენებს და არ უნდა დაკარგონ კავშირი სამშობლოსთან.

ქართველი ისეთი ადამიანია, ჰგონია, რომ არის ძალიან დიდი გენი. მაგრამ სჭირდება სამშობლოს დახმარება, ჩვენი შეხსენება. პატრიარქი ვალდებულია იფიქროს და იზრუნოს უცხოეთში მცხოვრებ ქართველებზე, მოგმართავთ თქვენ, შევადგინოთ სია, რომლებიც არიან უცხოეთში და ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ დავაკავშიროთ სამშობლოსთან.

მარტო რუსეთში მილიონზე მეტი ქართველია. ჩვენ ასევე ყურადღება უნდა მივაქციოთ ფერეიდნელ ქართველებს, რომლებიც წაყვანილი იყვნენ შაჰ-აბასის დროს. ისინი ჩვენი ხორცია. ამიტომ, ყურადღება უნდა მივაქციოთ თურქეთში, ამერიკაში და ევროპაში მცხოვრებ ქართველებს. იმედი მაქვს, რომ ჩვენ შევძლებთ ერის გაერთიანებას",-ბრძანა პატრიარქმა.

 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 57.14%
არა - 42.86%
არ ვიცი - 0%
სულ - 7 ხმა