ქუთაისში სატრანსპორტო ხაზებზე კონკურსი მიმდინარეობს
ქუთაისში სატრანსპორტო ხაზებზე განმეორებითი კონკურსი მიმდინარეობს. ხაზები 10 ლოტად არის წარმოდგენილი. განმეორებითი კონკურსი მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც ნებართვის მაძიებლებმა პირველ ჯერზე საჭირო დოკუმენტაციის წარმოდგენა ვერ შეძლეს. კონკურსი, გამჭვირვალობის მიზნით, პირდაპირ ეთერში გადაიცემა. შედეგები დღესვე გახდება ცნობილი. კონკურსანტების მიერ წარმოდგენილ დოკუმენაციას ათკაციანი კომისია ქალაქის მერის თავმჯდომარეობით ამოწმებს.
შეგახსენებთ, რომ გუშინ მიკროავტობუსის
მძღოლები კონკურსის ვადების გადაწევის მოთხოვნით გაიფიცნენ, თუმცა ადგილობრივი თვითმმართველობის
წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ პროტესტი შეწყვიტეს.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი