|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ოლიმპიური ცეცხლი ქუთაისში წყალტუბოდან შემოვა

ოლიმპიური ცეცხლი უკვე აინთო იმერეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტში.   ცეცხლს დღეს წყალტუბოში,  20.00 საათზე ლეჩხუმიდან ელოდებიან, საიდანაც ოლიმპიურ ცეცხლს  ხვალ ქუთაისში შემოიტანენ. აღმაშენებლის სახელობის მოედანზე, მესხიშვილის თეატრის წინ ცეცხლს ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონები 19:00 საათზე აანთებენ.

თბილისში მომხდარი ტრაგიკული მოვლენების გამო ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი “თბილისი 2015”-ის საორგანიზაციო კომიტეტის გადაწყვეტილებით, ოლიმპიურ ცეცხლთან დაკავშირებული საზეიმო კონცერტები და ჩირაღდნის საზეიმო მსვლელობები დროებით გაუქმებულია. ყველა მუნიციპალურ ერთეულში ოლიმპიური ცეცხლი სიმბოლურად აინთება და ჩირაღდანი დაგეგმილი მარშრუტის მიხედვით გააგრძელებს მოგზაურობას საქართველოს რეგიონებში.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 57.14%
არა - 42.86%
არ ვიცი - 0%
სულ - 7 ხმა