ეროვნული გამოცდების ტესტები საქართველოშია
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტები ჩამოვიდა. ტესტები ტერმინალიდან ეროვნული ბანკის საცავსა და რეგიონების პოლიციის სამმართველოებში გადაიტანეს. საგამოცდო ცენტრებს ტესტები უშუალოდ გამოცდის დღეს მიეწოდებათ. დალუქული ყუთების ტრანსპორტირების უსაფრთხოებას რეგიონებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურები უზრუნველყოფენ. საგამოცდო ტესტები ბრიტანულმა კომპანიამ ”სტივენ ოსტინმა” დაბეჭდა.
საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები 2 ივლისს დაიწყება.
ავტორი: ანა ჯიქია
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 57.14%
არა - 42.86%
არ ვიცი - 0%
სულ - 7 ხმა