|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"შსს "ოდეერების" პრაქტიკის შენარჩუნებას ცდილობს"

 საქართველოს პარლამენტმა 2015 წლის 12 ივნისს განიხილა კანონპროექტი, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროდან უსაფრთხოების სამსახურის გამოყოფას და ცალკე უწყებად ჩამოყალიბებას ითვალისწინებს. კანონპროექტზე კენჭისყრა მომდევნო კვირას უნდა გაიმართოს.
საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო  ამ ფაქტს ეხმიანება და აცხადებს, რომ ხელისაუფლება არ აპირებს „ოდეერების“ ინსტიტუტზე უარის თქმას:   „უსაფრთხოების სამსახური სწორედ ის უწყებაა, რომელიც უფლებამოსილი ხდება, დანიშნოს უშიშროების საკითხებში ოფიცრები სხვადასხვა დაწესებულებებში. მიუხედავად იმისა, რომ კანონპროექტთა პაკეტი შინაგან საქმეთა სამინისტროს იმ რეფორმის ფარგლებში მომზადდა, რომელიც ამ ინსტიტუტის დემოკრატიზაციას ისახავს მიზნად, ხელისუფლებას არ ეყო პოლიტიკური ნება, უარი ეთქვა ძალოვანი უწყებების მიერ უშიშროების ოფიცრების ჩანერგვის ე.წ. „ოდეერების“ მანკიერ პრაქტიკაზე“-ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციის ოფიციალურ ვებგვერდზე.
ე.წ. „ოდეერების“ ინსტიტური საბჭოთა კავშირში ჩამოყალიბდა და დღესაც მხოლოდ რიგ საბჭოთა ქვეყნებში გვხვდება.

„ჩვენ არაერთხელ მოვუწოდეთ ხელისუფლებას და განსაკუთრებით ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს, შეისწავლოს „ოდეერების“ ინსტიტუტის ლეგიტიმურობის საკითხი, რომელიც ხელისუფლების ინსტიტუტების დამოუკიდებლობას ხელყოფს და ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას უშლის ხელს. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ ასევე მოუწოდებდა პარლამენტს, შეექმნა სპეციალური კომისია ამ საკითხის შესასწავლად. ამ საკითხს 2013 წლის ოქტომბერში მაშინდელი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილც გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ ხელისუფლება ცდილობს და უახლოეს მომავალში მოახერხებს, უარი თქვა „ოდეერებზე“. 2015 წლის თებერვალში კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის“ გამართულ ფორუმზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ლევან იზორიამ და საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა განაცხადეს, რომ ინსტიტუტი რეფორმას საჭიროებს.
მიუხედავად ამ განცხადებებისა, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შემუშავებულ კანონპროექტი, რომლის განხილვაც საქართველოს პარლამენტში მიმდინარეობს, კვლავაც ითვალისწინებს უსაფრთხოების ოფიცრების ჩანერგვას სხვადასხვა სტრუქტურებში",-ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

 

ავტორი: ირინა მაკარიძე

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 57.14%
არა - 42.86%
არ ვიცი - 0%
სულ - 7 ხმა