|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ოლიმპიური ცეცხლი წყალტუბოშია

ოლიმპიური ცეცხლი წყალტუბოშია. ღონისძიება წუთიერი დუმილით დაიწყო. პატივი მიაგეს თბილისში სტიქიური უბედურების დროს დაღუპულებს.
ოლიმპიური ცეცხლს წყალტუბოში იმერეთის გუბერნატორი დახვდა. "ოლიმპიური ცეცხლი ხვალ ქუთაისში შემოვა. ცოტა გულდაწყვეტილები ვართ, რომ იმერეთს დატოვებს ოლიმპიური ცეცხლი. ყველა სპორტსმენს ვუსურვებ წარმატებას",- განაცხადა იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ. წყალტუბოში დაგეგმილი საზეიმო ღონისძიებები ქვეყანაში შექმნილი სიტუაციის გამო არ ჩატარდა, მხოლოდ ცეცხლის დანთების ცერემონია გაიმართა.



ავტორი: ანა ჯიქია

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 57.14%
არა - 42.86%
არ ვიცი - 0%
სულ - 7 ხმა