„ქართული ოცნება“ ქუთაისში 700 000 დოლარიანი ააიპის დაფუძნებას ითხოვს
„ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველოს“ ქუთაისის
ორგანიზაცია საკრებულოს ადგილობრივი თვითმმართველობის
ბალანსზე ააიპის დაფუძნების მოთხოვნით მიმართავს. ააიპის მიზანი ადგილობრივი მეწარმეების
ხელშეწყობაა. როგორც მიმართვაშია ნათქვამი, ადგილობრივი პროდუქციის წარმოების შემცირება
არასწორმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ გამოიწვია, რისთვისაც მეწარმეების ხელშეწყობის ცენტრის
დაარსებაა აუცილებელი.
ინფორმაცია ახალი ინიციატივის შესახებ საკრებულოს "ლეიბორისტმა" დეპუტატმა
სამსონ გუგავამ გაავრცელა. გუგავა „ქართული ოცნების“ ამ ინიციატივას ბიუჯეტის ძარცვას
და საარჩევნოდ კადრების დასაქმების მცდელობას უწოდებს.
„ქართული ოცნების“ ქუთაისის ორგანიზაციამ მოგვმართა,
დაფუძნდეს ააიპი, რომელიც თურმე ადგილობრივი პროდუქციის წარმოებას შეუწყობს ხელს. სინამდვილეში
ეს არის ბიუჯეტის მორიგი ძარცვა და იქ მხოლოდ აქტივისტები დასაქმდებიან, რომელთაც სარჩევნოდ
გამოიყენებენ. მივმართავ საკრებულოს არ დაუჭიროს ამ ინიციატივას მხარი,“–განაცხადა
გუგავამ.
წარმოდგენილი დოკუმენტებით, ააიპის წლიური ბიუჯეტი
700 000 აშშ დოლარია. აღსანიშნავია ისიც, რომ ცენტრის მისამართად „ქართული ოცნების“
ქუთაისის ორგანიზაციის მისამართია მითითებული.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი