|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში სატრანსპორტო ხაზებზე გამარჯვებულები გამოვლინდნენ

ქუთაისში 11 სატრანსპორტო ხაზებზე ნებართვის მოსაპოვებლად განმეორებით გამოცხადებული კონკურსზე გამარჯვებულები გამოვლინდნენ. 10 ლოტიდან 2 ლოტი ისევ ჩაიშალა. ამჯერადაც მიზეზი არასრულად შედგენილი საბუთები იყო. რვა გამარჯვებულიდან 7 ძველი კომპანიაა, რომლებიც ამ დრომდე მუშაობდნენ.

#38 სამარშუტო ხაზზე კი ახალმა კომპანიამ გაიმარჯვა. თუმცა ძველი კომპანიის წარმომადგენლებმა გუშინ აღნიშნეს, რომ მათი მიკროავტობუსების საბუთები სხვა კომპანიის საბუთებში აღმოჩნდა. მძღოლებების განცხადებით,, მათთვისაც გაუგებარია, როგორ მოხდა საბუთები სხვა კომპანიასთან. მათივე განცხადებით, არაა გამროიცხული გამოძიების მოთხოვნით პროკურატურას მიმართონ.

„აღნიშნულ ხაზებზე კონკურსი განმეორებით გამოცხადდება. ქულების შედეგებით გამარჯვებულები ძირითადად ამ სფეროში დასაქმებული ადამიანები არიან, რომლებიც ადრე მუშაობდნენ სამარშუტო ხაზებზე. 

კონკურენციის შედეგად ხაზების ნაწილზე სანებართვო თანხა წინა პერიოდში არსებულთან შედარებით გაოთხმაგდა. აღნიშნული პირდაპირ მიუთითებს, რომ ახალმა მიდგომამ კარგად იმუშავა და ძველ პერიოდში არსებული მანკიერი პრაქტიკა უმეტესწილად აღმოფხვრილია,“–ნათქვამია მერიის ტრანსპორტის განყოფილების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

რაც შეეხება ორ ლოტს, მასზე კონკურსი მესამედ მიმდინარე კვირაში გამოცხადდება.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 57.14%
არა - 42.86%
არ ვიცი - 0%
სულ - 7 ხმა