|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ოფურჩხეთში ქუთაისი–ცაგერის დამაკავშირებელი გზა გადაკეტეს

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ოფურჩხეთის მოსახლეობამ ცაგერი–ქუთაისის დამაკავშირებელი გზა გადაკეტა. ადგილობრივები ხელისუფლებისგან გზის რეაბილიტაციას ითხოვენ.

„25 წელია გზის რეაბილიტაცია არ მომხდარა, რის გამოც საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაჭირვებით მუშაობს. ცუდი გზის გამო სასწრაფო დაგვიანებით მოდის და ვართ ასეთ გაჭირვებაში. მოვითხოვთ დაუყოვნებლივ მოხდეს გზის რეაბილიტაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში, მასშტაბურ აქციას გავმართავთ. ხელისუფლებას მხოლოდ საარჩევნოდ ვახსენდებით, მერე კი ჩვენი ბედით არავინ ინტერესდება“,–აღნიშნა ადგილობრივმა ავთანდილ ფერაძემ.

მოსახლეობის პროტესტს წყალტუბოს მუნიციპალიტეტში უპასუხეს. როგორც საკრებულოს წევრმა, სერგო კირკიტაძემ აღნიშნა, საავტომობილო გზების დეპარტამენტს გზაზე ტენდერი უკვე გამოცხადებული აქვს და სამუშაოები მალე დაიწყება.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 57.14%
არა - 42.86%
არ ვიცი - 0%
სულ - 7 ხმა