ქვეყნის ბიუჯეტი 140 მილიონით მცირდება
ქვეყნის
ბიუჯეტი 140 მილიონი ლარით მცირდება. აღნიშნულის შესახებ ანგარიში
მთავრობის სხდომაზე ნოდარ ხადურმა წარადგინა. ფინანსთა მინისტრის განმარტებით, ძირითადად თანხები შსს და თავდაცვის სამინისტროებს შეუმცირდა. მისი
თქმით, ხარჯების ძალიან დიდი ნაწილი მიმართული იქნება კაპიტალური პროექტების
განხორციელებისათვის.
„დღესვე
წარმოდგენილი გვექნება რამდენიმე განკარგულების პროექტი, რომელიც დამატებითი
თანხების გამოყოფას ითვალისწინებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის
სამინისტროსთვის, თბილისსა და მის მიმდებარე სოფლებში სტიქიური უბედურებით
მიყენებული ზიანის აღმოფხვრისათვის. არანაირი კაპიტალური ხარჯები არ შემცირებულა,
პირიქით, ჩვენ გვაქვს იმის რესურსი, რომ წლის განმავლობაში გავზარდოთ ეს
ხარჯები,“ - განმარტა ნოდარ ხადურმა.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი