2010-2014 წლებში უცხოეთში საქართველოს 3 715 მოქალაქეა დაკავებული
2010-2014 წლებში უცხოეთში ჩადენილი სამართალდარღვევების გამო, საქართველოს 3 715 მოქალაქეა დაკავებული, - ამის შესახებ ინფორმაციას თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) აქვეყნებს. ორგანიზაციამ მონაცემები საგარეო საქმეთა სამინისტოდან გამოითხოვა. ირკვევა, რომ 2010-2014 წლებში საზღვარგარეთ ჩადენილ სამართალდარღვევათა გამო დაკავებულია 3 715 საქართველოს მოქალაქე. ამასთან 2013 წლამდე ყოველწლიურად შეინიშნება დაკავებულთა რაოდენობის მზარდი ტენდენცია. 2013 წელს 2010 წელთან შედარებით დაკავებულთა რაოდენობა გასამმაგებულია და შეადგენს 1 178 საქართველოს მოქალაქეს.
2014 წლიდან კი კლების ტენდენცია შეინიშნება. 2014 წელს აღნიშნული მაჩვენებელი 695 მოქალაქემდე შემცირდა. 2015 წლის პირველი კვარტალის განმავლობაში უკვე დაკავებულია საქართველოს 342 მოქალაქე", -
აღნიშნულია კვლევაში.
2010-2014
წლებში აღნიშნული ქვეყნებიდან სულ დეპორტირებულია 8 610 საქართველოს მოქალაქე.
"საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეების დაკავებების მსგავსად, დეპორტირების შემთხვევაშიც ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2013 წელს ფიქსირდება - 2 280 პირი. 2014 წელს აღნიშნული მაჩვენებელი განახევრებულია, ხოლო 2015 წლის პირველი კვარტალის განმავლობაში სულ დეპორტირებულია 201 საქართველოს მოქალაქე.
ავტორი: ირინა მაკარიძე