ქუთაისის მერიის ააიპებში აუდიტი შევიდა
ქუთაისის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე ერთ–ერთი განსახილველი საკითხი
ააიპებში დაგეგმილი ატესტაცია იყო. ატესტაცია–კონკურსს საკრებულოს დეპუტატი
ნატო ქათამაძე არ ეთანხმება და აცხადებს, რომ არა ატესტაცია, არამედ
რეორგანიზაცია უნდა მოხდეს, რადგან შტატები გაბერილია. ქათამაძის
განცხადებას ქალაქის მერმა უპასუხა. მურღულიას განმარტებით, ატესტაცია
ჩვეულებრივი მოვლენაა, რომელიც არათუ საჯარო, კერძი სექტორში
დასაქმებულებსაც ეხება ხოლმე. რაც შეეხება რეორგანიზაციას და ააპებში
მიმდინარე საქმიანობას, მას მერიის 4 ააიპში უკვე აუდიტის სამსახური
სწავლობს.
„ჩვენ ატესტაციას ვატარებთ თანამშრომელთა კვალიფიკაციის შესამოწმებლად.
ჩვენი მიზანი არაა პროფესიონალი კადრების გაშვება, არამედ პირიქით. რაც შეეხება
ააიპების საქმიანობას, იყო მოთხოვნა შესწავლილიყო მერიის ააიპების
საქმიანობა, ამიტომ აუდიტის სამსახური შევიდა ყინულის მოედანსა და სპორტის
ააიპში. თუკი რაიმე სახის დარღვევა გამოვლინდა, ყველა კანონის შესაბამისად
დაისჯება. შემოწმება ეტაპობრივად ყველა ააიპში მოხდება, რომ აღარ იყოს
გაურკვევლობები,“–განაცხადა შოთა მურღულიამ.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი