|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის 24 საათიან წყალმომარაგებაზე თურქული კომპანია იზრუნებს

ქუთაისის 24 საათიან წყალმომარაგებაზე ახალი თურქული კომპანია იზრუნებს. ამის შესახებ ინფორმაცია ქუთაისში საზოგადოების წარმომადგენლებს დღეს მიაწოდეს.
 "SMK"- ახალი თურქული კომპანიაა, რომელმაც 86 მილიონიან ტენდერში გაიმარჯვა. კომანიამ ქალაქის მასშტაბის სარეაბილიტაციო სამუშაობი უნდა ჩაატაროს. დამკვეთი საქართბველოს გაერთიანებული წყალომამრაგების კომპანიაა. "მოგეხსენებათ "ეპტისა" მიერ ხორციელდება წყალმომარაგების პროექტი და უნდა დასრულდეს 2016 წელს. გამოვლინდა ახალი კონტრაქტორი თურქული კომპანია და მას ვაცნობთ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს. შეხვედრის ორგანიზატორია მაჟორიტარ გუბაზ სანიკიძის ბიურო. ჩვენ ვფიქრობთ, ეს პროექტი საბოლოოდ აღმოფხვრის ქალაქში 24 საათიანი წყალმომარაგების პრობლემას",-განაცხადა გუბაზ სანიკიძის ბიუროს ხელმძღვანელმა ამირან ვაშაკიძემ.
თურქული კომპანიის წარმომადგენლებმა პროექტის შესახებ ისაუბრეს. მათი თქმით, დაწყებულია სამუშაობი. "დღევანდელი შეხვედრა გაცნობითი ხასიათისაა. "ეპტისა" ახორციელებს პროექტს "რეგ 001" , ხოლო "ქუთაისი 1 არის უფრო მასშტაბური პროექტი, რომელმაც ქალაქი მთალიანად უნდა მოიცვას. ჩვენ მოვაწესრიგებთ ქალაქის ჩრდილოეთ მხარეს. ამ ეტაპზე გვაქვს მობილიზაციის პერიოდი, მიმდინარეობს ტერიტორიების შესწავლა",- განაცხადა ქუთაისის "ეპტისას" დირექტორმა მაჯიდატ საადიტმა. პროექტი, სავარაუდოდ, 2016 წლის სექტემერში უნდა დაიწყოს და 3 წელი გაგრძელდება.

ავტორი: ანა ჯიქია

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 57.14%
არა - 42.86%
არ ვიცი - 0%
სულ - 7 ხმა