"გოგი ქავთარაძემ ზესტაფონის თეატრი საბოლოოდ გაანადგურა!"
"ზესტაფონის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ასევე თეატრალური
საზოგადეობის თავმჯდომარემ გოგი ქავთარაძემ საუკუნოვანი თეატრი საბოლოო
განადგურებამდე მიიყვანა",–ასე გამოეხმაურა პარტია "თავისუფალი საქართველოს"
წევრი გივი თუთბერიძე უშანგი ჩხეიძის თეატრის მდგომარეობას. საკრებულოს დეპუტატის
განცხადებით, ქალაქის ხელისუფლებასა და მაჟორიტარ დეპუტატს შორის არსებული დაპირისპირების
გამო ქალაქი ზარალდება.
"გამგებელსა და მაჟორიტარს შორის არსებული დაპირისპირების გამო ქალაქი ზარალდება. "ოცნების" შიდადაპირისპირება საერთოდ არ მანაღვლებს, მაგრამ იმის გამო, რომ ტარიელ თუთარაშვილმა და გოგი ქავთარაძე ერთმანეთს არ ელაპარაკებიან, ქალაქში არაფერი კეთდება. უშანგი ჩხეიძის სახელობის სახელმწიფო თეატრი, რომელი მალე საუკუნის გახდება, ავარიულია და დანგრევის პირასაა. გოგი ქავთარაძე, რომელიც თეატრალური საზოგადოების თავმჯდომარეა, აღნიშნავდა, რომ ბიძინა ივანიშვილი დაპირდა ორ მილიონ ლარს. იძახდა: ასე ვუზამ, ისე ვუზამ თეატრსო და უქნა კიდეც. უარეს დღეშია თეატრი ჩავარდნილი და ცოტა ხანში დაინგრევა", –განაცხადა გივი თუთბერიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





14:45
15:50
13:51
14:46
10:52
















