|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

იმერეთის გუბერნატორი "საზოგადოებრივ საბჭოს" გაეცნო

"კონტროლის საზოგადოებრივი საბჭოს" წევრები იმერეთის გუბერნატორს შეხვდნენ. გივი ჭიჭინაძეს საბჭოს წევრებმა საკუთარი საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს და საბჭოს მიზნები გააცნეს. მათი თქმით, საბჭოს მიზანი სამოქალაქო აზრის კვლევა, მონიტორინგის წარმოება და დემოკრატული პროცესების გაღრმავებაა. საბჭოს შემადგენლობაში 16 წევრია, რომელებიც სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები არიან. "ჩვენ ვიმუშავებთ სხვდასხვა მიმართულებებზე, ჩვენი წევრები შეხვდებიან გამგებლებს. რეგიონების პრობლემებს გაეცნობიან. გვინდა გავაღრმაოთ დემოკრატიული პროცესები და ხელი შევუწყოთ ადამიანის უფლებების დაცვას",- განაცხადა "კონტროლის საზოგადოებრივი საბჭოს" ხელმძღვანელმა ბენია თხილავამ.
იმერეთის გუბერნატორი საბჭოს წევრებს თანამშრომლობას დაჰპირდა. მისი თქმით, საბჭოს წევრების აზრი მნიშვნელოვანია სხვადასხვა პრობლემების შესახებ, "უნდა მიუთითონ ხელისუფლებას საკუთარ შეცდომებზე. საბჭოს შემადგენლობაში მეცნიერები არიან და  მათი აზრი გასათვალისწინებელია", - განაცხადა გივი ჭიჭინაძემ.
"კონტროლის საზოგადოებრივი საბჭოს" წევრები იმერეთის გუბერნატორს თვეში ერთხელ შეხვდებიან და რეგიონებში არსებულ პრობლემებზე საკუთარ შეხედულებებს გააცნობენ.

ავტორი: ანა ჯიქია