|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის ნაწილს 17 ივლისს ელექტროენერგია შეეზღუდება

პარასკევს,  17 ივლისს  10.00-დან 17.00 საათამდე  ქუთაისის ნაწილს ელექტროენერგია შეეზღუდება. მაღალი ძაბვის ქვესადგურზე "ქუთაისი 5" დაგეგმილი პროფილაქტიკური სამუშაოების გამო ქვესადგური დროებით გაითიშება. შედეგად ელექროენერგიის მიწოდება შეუწყდება ახალგაზრდობის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებს. საერთო ჯამში, 3 ათასამდე აბონენტს.
 როგორც კომპანიის "ენერგო პრო ჯორჯია" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი თეონა გეგუჩაძე აცხადებს,  კომპანია პროფილაქტიკურ სამუშაოებს მაღალი ძაბვის ქვესადგურებში სისტემატიურად ატარებს.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 35.94%
გაუარესდა - 52.34%
არ შეცვლილა - 11.72%
სულ - 128 ხმა