პარლამენტმა "მთის კანონი" დაამტკიცა
პარლამენტმა „მაღალმთიანი რეგიონების
შესახებ“ კანონში შესატანი
ცვლილებები მესამე
მოსმენით დაამტკიცა. კანონპროექტი ძალაში 2016 წლის
პირველი იანვრიდან
შევა.
ცვლილებების მიხედვით, შეიქმნება მთის ეროვნული საბჭო, რომელსაც პრემიერ-მინისტრი უხელმძღვანელებს.
კანონპროექტის თანახმად, მთის მოსახლეობა გარკვეული პრივილეგიებით ისარგებლებს. მათ შორის იქნება პენსიონერებისთვის პენსიის 20%-ით გაზრდა, ასევე დანამატები მოსახლეობისთვის.
იგეგმება საშემოსავლო გადასახადისგან მოსახლეობის გათავისუფლებაც. საერთო ჯამში, ამ მიზნით მომავალი წლის ბიუჯეტში დამატებით 60 მილიონი ლარი უნდა იყოს გამოყოფილი.
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი



17:22
16:31
14:20
12:16
15:13
















