სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაურია
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაურია. პარლამენტმა ვახტანგ გომელაურის კანდიდატურას მხარი ხმათა უმრავლესობით დაუჭირა.
ფარული კენჭისყრის დროს პარლამენტის შესაბამის დადგენილების პროექტს მხარი 83-მა დეპუტატმა ერთხმად დაუჭირა. ოპოზიცია კენჭისყრას არ ესწრებოდა, ამიტომ წინააღმდეგი არავინ წასულა.
გომელაური სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პოსტზე 6 წლის ვადითაა დამტკიცებული. ახალი სტრუქტურა - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, შს სამინისტროს ორ ნაწილად გაყოფის შედეგად შეიქმნა. აღნიშნული უწყება უსაფრთხოების სამსახურებს აერთიანებს. ის არის დამოუკიდებელი ორგანო, რომელიც ანგარიშვალდებული იქნება როგორც მთავრობის, ასევე პარლამენტის წინაშე.
ავტორი: ანა ჯიქია





14:45
15:50
13:51
14:46
10:52
















