|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ელექტროენერგიის ტარიფი, შესაძლოა, დედაქალაქშიც გაძვირდეს

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ვარაუდობს, რომ ელექტროენერგიის ტარიფი თბილისშიც გაიზრდება. 
როგორც კახა კალაძემ განაცხადა, ტარიფის კორექტირებასთან დაკავშირებით, მარეგულირებელ კომისიაში პირველად განაცხადი შეიტანეს თბოელექტროსადგურებმა, შემდეგ სადისტრიბუციო კომპანია "ენერგო-პრომ", გუშინ კი ცნობილი გახდა, რომ კომპანია "თელასმა" ანალოგიურად, ტარიფების გადახედვასთან დაკავშირებით განაცხადი შეიტანა.

 "მარეგულირებელი კომისია დაითვლის ანალოგიურად "თელასის" ტარიფებსაც, თუმცა ვვარაუდობთ, რომ ანალოგიურად მოხდება გაზრდა, რადგან შესასყიდი ელექტროენერგია ყველასთვის ერთია. აქ საუბარი არ არის საქართველოში გამომუშავებულ ელექტროენერგიაზე. ეს არის ძირითადად ის ელექტროენერგია, რომელიც შემოდის უცხოეთიდან. ჩვენ ამიტომ ვსაუბრობთ ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის მნიშვნელობაზე, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ უახლოეს მომავალში შევძლოთ იმ წყლის რესურსების ათვისება, იმ ქარის სადგურების პროექტების განხორციელება, ჰიდროელექტროსადგურების აშენება, რომ არ ვიყოთ ელექტროენერგიის თვალსაზრისით დამოკიდებული ჩვენს მეზობელ ქვეყნებზე და გვქონდეს საკუთარი ელექტროენერგია", - განაცხადა გუშინ კახა კალაძემ.

სს "თელასმა" გუშინ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას სატარიფო განაცხადით მიმართა

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი