"გიმნაზიელ გოგონას" კალათი მოპარეს (ფოტო)
ქუთაისში, მეასამე სკოლის წინ მდებარე "გიმნაზიელი გოგონას" ქანდაკებას კალათი მოპარეს. "გიმნაზისტკა" ძარცვის ობიექტი მეორედ გახდა. ქანდაკების საზეიმო ვითარებაში გახსნიდან რამდენიმე დღეში გოგონა გვირილის გარეშე დარჩა. გვირილებიანი გოგონას ქანდაკებას უკავშირდება ორმაისობის დღესასწაული, რის აღსანიშნავადაც 2013 წელს გოგონას ქანდაკება გახსნეს. მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსის განცხადებით, მომხდარი ფაქტის მოკვლევა და დამნაშავის კანონშესაბამისად დასჯა მოხდება.


ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.48%
გაუარესდა - 52.42%
არ შეცვლილა - 12.1%
სულ - 124 ხმა





14:45
15:50
13:51
14:46
10:52
















