რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებით 42 ეზო მოწესრიგდა
ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახურის უფროსთან ერთად, მრავალსართულიანი ბინების ეზოების კეთილმოწყობის სამუშაოები დაათვალიერა . ეზოების მოსაწესრიგებლად თანხები რეგიონული განვითარების ფონდიდან გამოიყო. ამ ეტაპზე 42 ეზოს კეთილმოწყობაა დასრულებული. ეზოებში ასფალტის საფარის დაგება თანადაფინანსებით ხდება, თვითმმართველობა აფინანსებს 90%-ს მოსახლეობა კი თანხის 10%-ს იხდის. ,,წელს დაპროექტებულია 62 ეზო. წლის ბოლომდე ვეცდებით მოვიზიდოთ დამატებითი თანხები. რათა ქალაქში მეტი ეზოს კეთილმოწყობა მოხდეს. ბოლო 2 წელია მნიშვნელოვნად გაიზარდა განცხადებები ეზოების კეთილმოწყობასთან დაკავშირებით. მარტო 2014 წელს 136 ეზო მოწესრიგდა. ჩვენ ასევე ვეცდებით, რომ მომავალ წელს ამ პროგრამის დაფინანსება გავაორმაგოთ.“-აღნიშნა შოთა მურღულიამ.
ავტორი: ანი ლიპარიშვილი





14:45
15:50
13:51
14:46
10:52
















