|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გელათის ქუჩაზე გზის საფარის დაგება დაიწყო

ხანგრძლივი სამუშაოების შემდეგ გელათის ქუჩაზე გზის საფარის დაგება დაიწყო. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია .. ,,გზამშენი 21“ასრულებს. პროექტს რეგიონალური განვითარების ფონდი აფინანსებს. ქალაქში ყველაზე მსხვილი პროექტის, გელათის ქუჩის რეაბილიტაცია 2 925 000 ლარი ჯდება.

ასფალტის პირველი ფენის დაგება  2 კვირაში დასრულდება და გზაზე გადაადგილება შესაძლებელი იქნება. გელათის ქუჩაზე სრულად შეიცვალა წყლის სისტემა. ასევე გაკეთდა საყრდენი კედლები, ბორდიურები, დახურული და ღია სანიაღვრე სისტემები, გამოიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები.

დროში გაჭიანურებული სამუშაოები ადგილობრივი მოსახლეობის უკმაყოფილების მიზეზი არაერთხელ გახდა. ბოლოს მათ აქცია გამართეს და გზა გადაკეტეს, რასაც მოსახლეობასა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოყვა.

 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი