|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ბაბუშერადან გადმოსვენებული12 ცხედარი სამხედრო პატივით დაკრძალეს

დღეს ბაბუშერას სამარხიდან იდენტიფიცირებული 12 ცხედარი სამხედრო პატივით დაკრძალეს, აქედან 2 მათგანი იმერეთში გადმოასვენეს. ერთერთ გარდაცვლილს, ემზარ თუთისანს, პანაშვიდი ქუთათელგაენათელმა მიტროპოლიტმა მეუფე კალისტრატემ ბაგრატის ტაძარში გადაუხადა. ემზარ თუთისანის დაკრძალვის ცერემონიას ქუთაისში თავდაცვისა და დევნილთა მინისტრების მოადგილეები, იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, ვიცეგუბერნატორი იოსებ ხახალეიშვილი და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ. ასევე, სამხედრო პატივით დაკრძალეს სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭაგანში ამირან გეგეშიძე. აფხაზეთის ომის დროს დაღუპული კიდევ 12 ადამიანის იდენტიფიცირება ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში მოხდა. 11 მათგანი ბაბუშერას აეროპორტში თვითმფრინავის აფეთქებისას დაიღუპა, ხოლო ერთიაჩადარაში ბრძოლების დროს.

ავტორი: ნიუპრესი