ქუთაისის მერიის მხარდაჭერით ალპინიადა ეწყობა
29 აგვისტოდან 7 სექტემბრის ჩათვლით დამწყებ და პროფესიონალ მთასვლელთათვის ალპინიადა
მოეწყობა. რისთვისაც ქუთაისის მერია 5000
ლარიან ტენდერს აცხადებს.
მარშრუტი: ქუთაისი-მესტია-უშგული (ენგურის მყინვარი)–მესტია-ქუთაისი. აქედან ქუთაისი-მესტია- ქუთაისი ტრანსპორტით მომსახურებას უზრუნველყოფს „შემსყიდველი“, ხოლო მესტია-უშგული (ენგურის მყინვარი) მესტია მანქანებით ტრანსპორტირება 23 პირზე უნდა უზრუნველყოს „მიმწოდებელმა“ . „მიმწოდებელმა“, ასევე უნდა უზრუნველყოს 23 პირზე საველე პირობებში ღამისთევის (10 კარავი -2 ან 3 კაციანი, საძილე ტომრებით) და კვების პროდუქტებით უზრუნველყოფა.
წინადადებების მიღება 13 აგვისტოს სრულდება.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი