ქუთაისელი სტუდენტები ნატოში გაწევრიანების აუცილებლობაზე საუბრობენ
"საქართველო საკმაოდ რთული რეგიონია. ასევე არსებობს
ბევრი და კარგი მიზეზი, რის ფონზეც მართლაც
შესაძლებელია საქართველო ნატოს წევრი ქვეყანა გახდეს. თუმცა ამის დროში პროგნოზირება შეუძლებელია. ზოგიერთი ქვეყანა მაინც ეჭვის ქვეშ
აყენებს საქართველოს მზადყოფნას. ამისთვის საჭიროა პოლიტიკური დრო, რომ 28 ქვეყანა
დაჯდეს და თქვას, საქართველო აბსოლუტურად მზადაა იყოს ჩვენი წევრი," – ასეთი შეფასება
გააკეთა ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა
უილიამ ლაჰიუმ დღეს ქუთაისში ვიზიტისას. უილიამ ლაჰიუსი საქართველოს საგარეო საქმეთა
მინისტრის მოადგილესთან, თორნიკე გორდაძესთან ერთად, აკაკი წერეთლის უნივერსიტეტში
სტუდენტებს შეხვედრა.
პრეზენტაციაზე
წარმოდგენილი თემა ნატო-საქართველოს ურთიერთობებს დაეთმო, სადაც საქართველოს ნატოში ინტეგრაციის მნიშვნელობასა და
პერსპექტივებზე ისაუბრეს. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სტუდენტებთან საუბარში
ყურადღება გაამახვილა რუსეთის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტის მიმართ ნეგატიურ დამოკიდებულებაზე და განაცხადა,
რომ ნატოში ინტეგრაცია საქართველოსათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რის მიღწევისათვის
მთავრობა აკეთებს ყველაფერს რაც შეუძლიათ. ,,ჩვენი მთავარი მოვალეობაა მოქალაქეებს
ვუპასუხოთ იმ შეკითხვაზე, რაც აინტრესებთ. ნატო ეს არის თემა, რომელიც საგარეო პოლიტიკის
თემებს შორის ერთ ერთი წამყვანია. ეს ნათლად გამოჩნდა დღევანდელ დისკუსიაშიც. მსგავსი
ტიპის შეხვედრები ინფორმაციულობის თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია,“ – აღნიშნა
თორნიკე გორდაძემ.
აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის რექტორის, გიორგი ღავთაძის
თქმით, აღნიშნული შეხვედრა უნივერსიტეტის ინიციატივით მოეწყო. ,,ნატოში გაწევრიანება
ძალიან მნიშვნელოვანი სამომავლო ფაქტია ჩვენი რეალობისათის. მე ვარ სტუდენტი, რომელმაც
მომავალში გაბრწყინებულ საქართველოში უნდა იცხოვროს. ჩვენს ქვეყანას კი პოლიტიკური,
ეკონომიური და სამხედრო გაძლიერება სჭირდება. რაშიც ნატოში გაწევრიანება აუცილებლად დაეხმარება და აუცილებლად
მოუტანს წარმატებას,“ – აღნიშნა წერეთლის უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების
ფაკულტეტის სტუდენტმა ვასო დიაკონიძემ.
ავტორი: ანა ჯანაშია