ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა
ქუთაისში, აღმაშენებლის
გამზირზე, პალმების ხეივანთან. ორი მსუბუქი ავტომობილი "მერსედესის" და "ბეემვეს" მარკის ერთმანეთს შეეჯახა. დაჯახების შედეგად "ბეემვეს" მარკის
ავტომობილი ბარდიულზე ავარდა. მსუბუქად დაშავდა მძღოლი. მას, დაზიანებული აქვს სახე, ასევე აღენიშნება მოტეხილობები. დაშავებული გადაიყვანეს საავადმყოფოში.
შსს–ს განმარტებით, აღნიშნული ფაქტი მსუბუქ კატეგორიას განეკუთვნება და ადმინისტრაციულ დანაშაულად შეფასდა. გამოძიება 125-ე მუხლის მე- 10 პუნქტი მიმდინარეობს.

ავტორი: ანი ლიპარიშვილი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.48%
გაუარესდა - 52.42%
არ შეცვლილა - 12.1%
სულ - 124 ხმა





14:45
15:50
13:51
14:46
10:52
















