|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ლაშა მაქაცარია: „ჩვენ არ ყვოფილვართ ისეთი ხელისუფლება, ყველაფერი კამერებით გაგვეშუქებინა“ [Video]

იმერეთის გუბერნატორმა ლაშა მაქაცარიამ დღეს, 17 ოქტომბერს, თანამდებობა ოფიციალურად დატოვა. უკვე ყოფილი გუბერნატორი ჟურნალისტებს შეხვდა, რომლებთან საუბარში მისი გუბერნატორობის 3–წლიანი პერიოდი შეაჯამა.

მაქაცარიას განცხადებით, მათი პრინციპი არა ფულის, არამედ, საქმის კეთება იყო, თუმცა იქვე აღნიშნა, რომ „ჩვენ არ ყვოფილვართ ისეთი ხელისუფლება, ყველაფერი კამერებით გაგვეშუქებინა, როგორც ეს ჟურნალისტებს უნდოდათ,“ – აღნიშნა ლაშა მაქაცარიამ. მან, ასევე, ისაუბრა ქუთაისში პარლამენტის გადმოტანის მნიშვნელობაზე.

მაქაცარიამ მის სამომავლო გეგმებზე კომენტარი არ გააკეთა, თუმცა განაცხადა, რომ ოპოზციციაში გადასული პრეზიდენტის გუნდის ერთგული რჩება. 

ლაშა მაქაცარია იმერეთის გუბერნატორად 2009 წლის 29 დეკემბერს დაინიშნა. ის აღნიშნულ პოსტზე ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ვახტანგ ბალავაძემ ჩაანაცვლა.

იმერეთის ახალი გუბერნატორი პრეზიდენტმა გუშინ დანიშნა. ვახტან ბალავაძე  იმერეთის სამსახრეო ადმინისტრაციაში უკვე მივიდა, თუმცა მას მედიასთან კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია.

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე