ჩხობაძის კლინიკას 613 097 ლარის ქონება გადაეცემა
ჩხობაძის კლინიკას 613 097 ლარის ქონება გადაეცემა, - ამის შესახებ საუბარია მთავრობის №773 დადგენილებაში, რომლის თანახმადაც ჯანდაცვის სამინისტრო „სამედიცინო ჰოლდინგსა“ და საჩხერის სამედიცინო ცენტრს მოძრავ ქონებას უსასყიდლოდ გადასცემს.
დოკუმენტის თანახმად, დაწესებულებებს სამინისტროს ბალანსზე რიცხული სამედიცინო აპარატურა აუქციონის გარეშე, არსებობის ვადით გადაეცემათ.
ჯამურად, საუბარია 1. 024 ლარის ღირებულების ქონებაზე, რომელიც 4 კლინიკაზე გადანაწილდება, ესენია:
- ქუთაისის ჩხობაძის სახელობის მრავალპროფილური სამედიცინო დაწესებულება - გადაეცემა 613 097 ლარის ქონება;
- წალკის სამედიცინო დაწესებულება - გადაეცემა 210 247 ლარის ქონება;
- საჩხერის რაიონული საავადმყოფო-პოლიკლინიკური გაერთიანება - გადაეცემა 176 544 ლარის ქონება;
- ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა - გადაეცემა 24 082 ლარის ქონება.
ავტორი:
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.11%
გაუარესდა - 53.44%
არ შეცვლილა - 11.45%
სულ - 131 ხმა


17:20
15:54
13:34
21:45
16:48
















