ორმაისობა საქველმოქმედო აქციით
2 მაისობასთან დაკავშირებით ქუთაისის ცენტრალურ ნაწილში მოსწავლეები აქციას მართავენ. აქციაში მონაწილე მოსწავლეები სამოქალაქო განათლების და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის (ACETT) სამიზნე სკოლებში დაფუძნებული სამოქალაქო კლუბების წევრები არიან.
ისინი ხალხმრავალ ადგილებში ყავას, ცივ სასმელებს, გვირილებს, საჰაერო ბურთებს და ხელთნაკეთ ნივთებს ყიდიან. სამოქალაქო კლუბის წევრები თანხას საქველმოქმედო ყულაბებითაც აგროვებენ.
აქციაში სულ 40-მდე მოსწავლე მონაწილეობს. შეგროვებულ თანხის ნაწილი ერთ-ერთი სამოქალაქო კლუბის ინფრასტურქტურის მოწესრიგებას მოხმარდება, ხოლო ნაწილით კი სოცილურად დაუცველ მოსწავლეებს დაეხმარებიან.
ავტორი: "ახალი გაზეთი"