|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სააკაშვილი: არ მესმის პარლამენტის შენობა 26 მაისს როგორ უნდა დამთავრდეს

„მე ვიყავი რამდენიმე დღის წინ პარლამენტის მშენებლობაზე, ისევე როგორც სულ დავტრიალებ თავზე ამ მშენებლობას და ვკითხე მშენებლებს: ამიხსენით, ეს შენობა 26 მაისს როგორ უნდა დამთავრდეს? რადგან  მე არ მესმის ეს შენობა 26 მაისს როგორ უნდა დამთავრდეს. მაგრამ მე ზუსტად მესმის, რომ არ დამთავრდეს არ შეიძლება და მგონი თქვენც გესმით ეს ყველაფერი. ეს ეხება მთლიად აღმშენებლობის პროცესს საქართველოში,“ – ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს ქუთაისში, განახლებული თეატრის შენობაში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

"იმისათვის რომ პარლამენტი იყოს უფრო წარმომადგენლობითი, ეს უნდა იყოს პარლამენტი არა ერთი ქუჩის და მის გარშემო არსებული შვიდი ჩიხის, სადაც კუტოკების მიხედვით იყო ხოლმე შემადგენლობა, კომიტეტების ფორმირება. მოდი მე ამ ჩიხიდან ვარ, მე ამ ბირჟაზე ვდგავარ და ყველაფერი იყო 2 კილომეტრის რადიუსში. ახლა პარლამეტი გადმოდის საქართველოს შუაგულში, ამიტომ, მთელი საქართველოდან მოვლენ დეპუტატები," - განაცხადა სააკაშვილმა. 

ავტორი: "ახალი გაზეთი"