|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ოცნების" ქუთაისის ოფისი მეპატრონეს კონტროლის პალატაში 4 საათი კითხავდნენ

კოალიაცია  "ქართული ოცნების"  ქუთაისის ოფისის  მეპატრონის ზურაბ ჟორჯოლიანის დაკითხვა კონტროლის პალატაში 4 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. კონტროლის პალატის ქუთაისის ოფისში მისულ ფართის მეპატრონეს  კოალიციისთვის ოფისის მიქირავების მიზეზებს ეკითხებოდნენ.

„ოთხი  საათის განმავლობაში მეკითხებოდნენ თუ რატომ,  როდის  და რა პირობებით მივაქირავე ფართი ამ  პოლიტიკური სუბიექტებს. ან საიდან გაიგეს რომ მე სახლს ვაქირავებდი? არის თუ არა ჩვენს შორის რამე გაირიგება? ასეთ უაზრო და დამღლელ კითხვებს მისვამდნენ. სახლი   გავაქირავე, რადაგან ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება მინდოდა და თანხა მჭირდებოდა. ამისთვის თვეში 1000 ლარს ვღებულობ.  ჩემთვის რა მნიშვნელობა უნდა ქონდეს ვინ იქირავებს ფართს? მთავარია გადამიხადონ. მაგარმ ესენიც ხომ არიან ქართველები კაცო?! რატომ არ უნდა მიმექირავებინა სახლი? – ამბობს დაკითხვიდან გამოსული ზურაბ ჟორჟოლიანი.

კოალიცია „ქართული ოცნების“ ქუთაისის ოფისის  მეპატრონე იხსენებს, რომ კონტროლის პალატაში  ანალოგიურ შეკითხვებზე პასუხის გაცემა ჯერ კიდევ  მიმდინარე წლის 14 მარტს მოუხდა. „სულ ერთი და იგივე შეკითხვები იყო. როგორ შეიძლება ასე. ადამიანს იმის უფლება არ მაქვს, რომ საკუთრება სურვილისამებრ გავაქირავოს?!“, – აღნიშნავს  ზურაბ ჟორჟოლიანი.

 კოალიცია „ქართული ოცნების“ ქუთაისის ორგანიზციის  ოფისი ქუთაისში,  რუსთვალის #38–შია განთავსებული. კოალიციაში სულ სამი  პოლიტიკური სუბიექტი  შედის:  „რესპუბლიკური პარტიის“ ადგილობრივი ორგანიზაცია, „ეროვნული ფორუმი“ და „თავისუფალი დემოკრატები“.  სწორედ ამ უკანასკნელ პოლიტიკურ სუბიექტსა და სახლის მესაკუთრეს – ზურაბ ჟორჟოლიანს შორის მოხდა  საიჯარო ხელშეკრულების გაფორმება.

„ხელშეკრულება მიმდინარე წლის პირველ იანვარს, ერთწლიანი ვადით გავაფორმეთ. ფართის აღება იურიდიული საკითხების სრული დაცვით მოხდა. შესაბამისად, ნოტარიუსით არის დამტკიცებული. ფართზე არანაირი პრობლემა არაა. მათ აინტრესებთ შიგნით, კოალიციაში რა ხდება. ასევე, არის თუ არა რაიმე პილიტიკური გარიგება სახლის მეპატრონესთან. ეს არის საშინელება, რომელიც ისევ განმეორდება“, – ამბობს „თავისუფალი დემოკრატების“ ადგილობრივი ორგანიზაციის წარმომადგენელი ნოდარ მაღლაკელიძე. ანალოგიურ მოსაზრებას გამოთქვამენ კოალიციაში შემავალი სხვა პოლიტიკური სუბიექტებიც.

„მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საიჯარო ხელშეკრულება გააწყვეტინონ მესაკუთრეს. მათ სურთ წინასაარჩევნოდ მოგვიშორონა და დავრჩეთ ოფისის გარეშე. ფართის მეპატრონის დაკითხვა დღეს პირველი შემთხვევა არა არის. ანალოგიური დაკითხვა  მარტშიც იყო. ერთი და იგივე შეკითხვებს იმეორებენ. ვერ გეტყვით რას გადაწყვეტს სახლის მეპატრონე,“ ამბობს „რესპუბლიკური პარტიის“ ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანლი ნატო ქათამაძე.

კოალიაცია  „ქართული ოცნების“  ქუთაისის ოფისის  მეპატრონის ზურაბ ჟორჟოლიანი აცხადებს, რომ ხელშეკრულების გაწყვეტას არ აპირებს.

„მაგრამ ხელისუფლება  ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ საარჩევნოდ  დათრგუნოს ხალხი. ჩვენ შევეცდებით ყველანაირად ასრულდეს ის ოცნება, რომელსაც „ქართული ოცნება“ ქვია“, – ამბობს „რესპუბლიკური პარტიის“ ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანლი ნატო ქათამაძე. სამაგიეროდ, კოალიციაში შემავალ „ეროვნულ ფორუმში“ იმ საშიშროებაზე საუბრობენ, რომელიც მოქალაქეთა დაკითხვას შესაძლოა მოჰყვეს.

„გამორიცხული არაა, ფართის მეპატრონეს  უთხრან, ოღონდ ესენი გაუშვი და ჩვენ მეტს გადაგიხდითო და ამის გაკეთებაც აიძულონ.  მათი მიზანია, ქუჩაში აღმოვჩნდეთ და ჩვენი საქმე არ გავკეთოთ . თუმცა, ამაზე უკვე  ვიქირეთ და რეზერვში რამდენიმე ფართიც გვაქვს. ასევე, ვაპირებთ,  საარჩევნოდ გაფართოებას და ახალ–ახალი შტაბების გახნას“, – განმარტავს „ეროვნული ფორუმის“ ქუთაისის ორგანიზაციის წარმომადგენელი კახი დვალიშვილი.

აღსანიშნავია, რომ   კოალიცია „ქართული ოცნება“ პირველი არ არის, რომელსაც ზურაბ ჟორჟოლიანმა სახლი მიაქირავა. როგორც თავად ამბობს, წინასაარჩევნოდ, პოლიტიკურ პარტიებზე სახლის მიქირევების გამოცდილება უკვე აქვს, თუმცა მსგვასი დაკითხვები არასოდეს ყოფილა. 2008 წლის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების დროს  ზურაბ  ჟორჟოლიანს ფართი „გაერთიანებულ ოპოზიციისთვის“ ქონდა მიქირავებული, უფრო ადრეულ წლებში კი  მის ფართში ბინა  „აღორძინებას“ ქონდა დადებული.

კონტროლის პალატამ დღეს ახსნა-განმარტებების მორიგი ეტაპი იმ პირებისთვის დაიწყო, რომელთაც აქვთ საიჯარო და სამეწარმეო ურთიერთობები პოლიტიკურ სუბიექტთან. მოწმის სტატუსითქართულ ოცნებასთანდაკავშირებული პირები კონტროლის პალატაში დასაკითხად ქუთაისის, ბათუმისა და თბილისის ოფისებში დაიბარეს. კონტროლის პალატის განცხადებაში აღნიშნულია, რომ არსებობს აშკარა შეუსაბამობა მათ მიერ გაწეულ საქმიანობასა დაფინანსურ აღრიცხვა-ანგარიშგებას შორის.

ავტორი: თეკლა მორგოშია