|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ნაცმოძრაობის"დახურულ შეხვედრაზე ქუთაისში ჟურნალისტი ცემეს

ქუთაისში, „ნაციონალურო მოძრაობის“ აქტივისტების დახურულ შეკრებაზე ადგილობრივი გაზეთის ჟურნალისტი სცემეს და აპარატურა ჩამოართვეს. ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრის შენობაში გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც შშს მინისტრი ვანო მერაბიშვილი და პარლამენტის ვიცე-სპიკერი მიხეილ მაჭავარიანი ესწრებოდა, „PS“-ის ჟურნალისტმა ირაკლი ვაჩიბერაძემ ჩუმად შესვლა მოახერხა. მისი ცემის ფაქტი მას შემდეგ მოხდა, როდესაც ის შენობაში მერიის პრესსამსახურმა დააფიქსირა.

შეხვედრაზე „ნაცმოძრაობის“ სამომავლო გეგმებზე და პერსპექტივებზე საუბრობდნენ. შეხვედრა მედიისთვის  დახურული იყო. თუმცა, თავიდან უპრობლემოდ შემიშვეს, რადგანაც რიგითი „ნაციონალი“ ვეგონე. როდესაც ადგილობრივი პრესსამსახურის წარმომადგენლებმა  მიცნეს,  ჩემი გარეთ გამოყვანა სცადეს. თუცა მე მესამე სართულზე დავაპირე ასვლა, რომ არ გამოვსულიყავი გარეთ. ამ დროს დამინახა ქუთაისის საკრებულოს დეპუტატმა, ფრაქცია „მაჟორიტარების“ ხელმძღვანელმა დავით გოგისვანიძემ, დამიჭირა, ფოიეში ჩამომიყვანა და ჩემი თავი დაცვას ჩააბარა,“ - ამბობს ირაკლი ვაჩიბერაძე.

ჟურნალისტი ყვება, რომ დაცვამ მისთვის წიხლების რტყმევა დაიწყო, თავშიც სცემდნენ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ. ასევე, წაართვეს აპარატურა, რომელიც მოგვიანებით უცნობმა პირებმა დაუბრუნეს, თუმცა ყველა ინფორმაცია გადაშლილი იყო.

„მოვიტყუე, რომ ასთმა მქონდა და შევწუხდებოდი. ეს აღარ აწყობდათ და გარეთ გამომიშვეს,“ - ამბობს ირაკლი ვაჩიბერაძე.

ჟურნალისტი იხსენებს, რომ თხოვნის მიუხედავად, დახმარება გაეწია მისთვის ქუთაისის მერიის პრესსამსახურის ხელმძღვანელს ქეთი დეისაძეს, დეისაძემ არაფერი მოიმოქმედა და დარბაზში შევიდა. ირაკლი ვაჩიბერაძის თქმით, მისი ცემის ფაქტს, ასევე, ესწრებოდა საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალების“ ხელმძღვანელი კანა ნემისწვერიძე, რომელმაც მისი დაცვა სცადა: „ნემსიწვერიძემ უთხრა: ქუთაესელი ბიჭია და რას ერჩით, დაწყნარდითო და რამდენიმე წამით ცემა შეწყდა“.

თუმცა, კახა ნემსიწვერიძე აცხადებს, რომ ის შეხვედრაზე საერთოდ არ ყოფილა და მომხდარის შესახებ არაფერი იცის. იმერეთის გუნებრატორმა ლაშა მაქაცარიამ კი განაცხადა, რომ მსგავს ინცინდენტს ადგილი არ ქონია.

ჟურნალისტის ცემის შემდეგ, ადილზე მივიდა სახალხო დაცველის ადგილობრივი წარმომადგენლობა. თუმცა მომხდარ ფაქტზე  ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ. სახალხო დამცველის აპარატში აცხადებენ მხოლოდ იმას, რომ ჩამოართმევენ ახსნა-განმარტებას ჟურნალისტს და ფაქტს შეისწავლიან. არ არის გამორიცხული, საქმემ პროკურატურაში გადაინაცვლოს.

მომხდარ ფაქტს უკვე გამოეხმაურნენ ადგილობრივი მედიის წარმომადგენლები. დღეს, 16:30 საათზე, ჟურნალისტის ცემის ფაქტთან დაკავშირებით,  ქუთაისში, ახლადგახსნილი შადრევანის ტერიტორიაზე, მდუმარე აქცია გაიმართება. მედიის წარმომადგენლები ნაცემ ჟურნალისტს აქციით სოლიდარობას უცხადებენ.

ავტორი: ხათუნა მაისურაძე