|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საპარლამენტო უმრავლესობა: გიორგობას „ვარდების რევოლუციის“ თარიღი არ უნდა აღინიშნებოდეს

ხვალ, 23 ნოემბერს, „ვარდების რევოლუციიდან“ 9 წელი აღინიშნება. რევოლუციის თარიღის აღნიშვნასთან  დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობა-უმცირესობის მოსაზრებები განსხვავებულია.

უმრავლესობა თვლის, რომ გიორგობას რევოლუციის თარიღი არ უნდა აღინიშნებოდეს. უმცირესობა კი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლას სწორედ „ვარდების რევოლუციის“ დამსახურებად თვლის.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ზვიად ძიძიგურის განცხადებით, ის გიორგობას „ვარდების რევოლუციის“ თარიღის აღნიშვნის წინააღმდეგია. მისი თქმით, ხელისუფლების შეცვლის დღეები ნებისმიერ ქვეყანაში რიგითი დღეებია.

„მაგ ლოგიკით თუ ვიმსჯელებთ, მაშინ უნდა აღინიშნებოდეს პირველი ოქტომბერიც, როგორც ახალი ხელისუფლების მოსვლის დღე. მე ვფიქრობ, სააკაშვილი გიორგობას პოლიტიკურ დატვირთვას თავისი მნიშვნელობის ხაზგასასმელად აძლევდა,“ - ამბობს ძიძიგური. 

„ნაციონალ“ ჩიორა თაქთაქიშვილის განცხადებით, „ვარდების რევოლუციამ“  ქვეყნის განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. როგორც თაქთაქიშვილი ამბობს, „ვარდების რევოლუციის“ დამსახურებაა ყოფილი ხელისუფლების მიერ ყველაზე დემოკრატიული, სამართლიანი არჩევნების ჩატარება და „ოცნებისათვის“ ხელისუფლების გადაცემა. 

„ვარდების რევოლუციის“ შემდგომ პერიოდში შესაძლებელი გახდა  მთელ რიგ სფეროებში არსებული სიტუაციის რადიკალური გაუმჯობესება. ქვეყანა დაადგა განვითარების გზას, როგორც ეკონომიკური, ისე  სტრუქტურული  თვალსაზრისთ. ასევე, კორუფციასთან ბრძოლისა და მოქალაქეების  უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით. რევოლუციის  ყველაზე დიდი მონაპოვარი და  დემოკრატიულად ჩატარებული არჩევნები და ხელისუფლების გადაცემა.   გასაგებია, რომ უმრავლესობა არ აპირებს აღნიშნოს ეს თარიღი.  ეს მათი  გადასაწყვეტია, მაგრამ  დარწმუნებული ვარ, მოქალაქეებისათვის  ყოველთვის იქნება გასაგები, რა როლი შეასრულა „ვარდების რევოლუციამ“  თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაში,“ - ამბობს ჩიორა თაქთაქიშვილი. 

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა