ნიკეას ქუჩაზე „ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურზე შეკუმშული ბუნებრივი გაზის მიწოდების სერვისი განახლდა
„ვისოლმა“ ქუთაისში, ნიკეას ქ. #16-ში მდებარე ავტოგასამართ სადგურზე შეკუმშული ბუნებრივი გაზის მიწოდების სერვისი განაახლა, შესაბამისად, კომპანიის მულტიფუნქციურ კომპლექსზე „სმარტის“ სუპერმარკეტის ყოველდღიური და გზად საჭირო პროდუქტების, ავტოსერვისის, ბენზინის, დიზელის თუ ავტოგაზის მიღება ისევ ერთ სივრცეშია შესაძლებელი. 20 მაისიდან 31 მაისის ჩათვლით მინიმუმ 14 ლარის ღირებულების შეკუმშული ბუნებრივი გაზის შეძენისას კი ერთგულ მომხმარებელს საჩუქარი ელის.
„ნიკეას ქუჩაზე შეკუმშული ბუნებრივი გაზის მიწოდების სერვისის განახლება ნავთობპროდუქტებზე ფასების მზარდი ტენდენციის გამო გადავწყვიტეთ, რომ მომხმარებელს ავტო საწვავის ფართო არჩევანი და გადაადგილების უფრო ხელმისაწვდომი საშუალება შევთავაზოთ. სამუშაო დღეებში „ვისოლში“ ბენზინსა და დიზელზე „უნიქარდით“ მიღებული 10 თეთრიანი, ხოლო დასვენების დღეებზე 15 თეთრიანი ფასდაკლება ლიტრზე ასევე მნიშვნელოვანი შეღავათია. უფრო მეტიც, „უნიქარდით“ ქულების დაგროვების და არსებული ქულებით ავტოგზის შეძენის შესაძლებლობაც არსებობს, რაც ჯამში მომხმარებლის ლოიალობას იწვევს“ აცხადებს ვისოლის გენერალური დირექტორი ვასილ ხორავა.
“ვისოლის“ ავტოგასამართი სადგური ნიკეაზე Smart Pay ფორმატისაა და მომხმარებელს გადახდის მოსახერხებელ ფორმას სთავაზობს. Smart Pay სადგურებზე საწვავის შეკვეთასა და მისი ღირებულების გადახდას მომხმარებელი „სმარტში“ სასურველი პროდუქტების შეძენასთან ერთად ახერხებს ორმაგი დატვირთვის გარეშე. ახალი ფორმატის გადახდის სისტემით „ვისოლს“ საქართველოს მასშტაბით უკვე 6 ობიექტი გაქვს.
„ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას“ საკუთრებაში არსებული ავტოგასამართი სადგურების ყველაზე ფართი ქსელი აქვს საქართველოში. უახლესი ევროპული სტანდარტის, უმაღლესი ხარისხის საწვავითა და მაღალტექნოლოგიური სერვის პროდუქტების შეთავაზებით საცალო ბაზრის ლიდერია. კომპანია თვითმომსახურების სადგურების ქსელსაც და „ი-სპეისთან“ თანამშრომლობით, ელექტრომობილების პოპულარიზაციისათვის ელეტქრომობილების დამტენი სადგურების ინფრასტრუქტურასაც ავითარებს.
[R]
ავტორი: ნიუპრესი