|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რა ქონებას ფლობს ნიკა ლატარია?

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო შტაბის ხელძღვანელი ნიკოლოზ ლატარია საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე განიხილება. საინფორმაციო სააგენტო "ნიუპრესი" ლატარიას ქონებრივ დეკლარაციას გაგაცნობთ, რომელიც 2017 წლის 29 სექტემბერს შეავსო.

ნიკოლოზ ლატარიას  ქონების ძირითადი ნაწილი ოჯახის წევრების სახელზეა რეგისტირებული.  ლატარიას დედა, მამა, მეუღლე და სამი შვილი ჰყავს. ლატარიას შვილის საკუთრებაშია 2007 წელს ქუთაისში, რუსთაველის ქუჩაზე 37 000 დოლარად შეძენილი 57კვ.მ-ის ფართობის ბინა.

ლატარიას მეუღლის, ხატია სირბილაძის საკუთრებას წარმოადგენს  2008 წელს თბილისში, ფანასკერტელის 15/6-ში 90 000 დოლარად შეძენილი 102,27 კვ.მ ფართობის მქონე ბინა, და ასევე ქობულეთში,თამარ მეფის სანაპიროზე 67000 დოლარად შეფასებული 90,60 კვ.მ-ის ფართობის მქონე ბინა. მის საკუთრებაშია ასევე 43 000 დოლარად შეფასებული მსუბუქი ავტომობილი "მერსედესი მლ",  ასევე 16 000 დოლარად შეფასებული ფასიანი ქალაღდები. ხატია სირბილაძეს საქართველოს ბანკში გახსნილ ანაბარზე 10753,  ხოლო "ხალიკ ბანკის" ანაბარზე 60 000 დოლარი უფიქსირდება. ასევე არის შპს,,ოპტიმა+ ის 50% -იანი წილის მესაკუთრე.

ნიკოლოზ  ლატარიას დედის, დალი ლატარიას საკუთრებაში 1954 წელს ქუთაისში, სოლომონ პირველის #3-ში მემკვიდრეობით მიღებული 1 180კვ.მ-ის მქონე მიწის ნაკვეთი და 220,14კვ.მ-ის ფართობის მქონე საცხოვრებელი სახლი შედის. „ტერა ბანკის“ ანაბარზე დალი ლატარიას 100 000 დოლარი, ხოლო „ჰალიკ ბანკის“ ანაბარზე 60 000 დოლარი  უფიქსირდება.

 

ნიკოლოზ ლატარიას საკუთრებას 2011 წელს 41000 დოლარად შეძენილი მსუბუქი ავტომობილი ტოიოტა ლენდ კრუისერ პრადო წარმოადგენს. ლატარიას „საქართველოს ბანკში“ ორი ანაბარი აქვს გახსნილი, რომლებზეც 234 958 დოლარი და 10 000 ლარი უფიქსირდება. „ვი-თი-ბი“ ბანკის მიმდინარე სახელფასო ანგარიშზე კი 8 734 ლარი აქვს.

ლატარია არის თერჯოლაში მდებარე  შპს ,,ნიკოილი-ს 50%- იანი წილის მფლობელი. საკრებულოს თამვჯდომარის მოადგილის პოსტზე ლატარიას 2016 წლის განმავლობაში 49 087,65 ლარი აქვს მიღებული.

 

გასული წლის განმავლობაში ნიკოლოზ ლატარიამ ქველმოქმედების სახით 54 000 ლარი გასცა, მოგზაურობისას 14 500, უძრავი ქონების გადასახადი 2 240,  ხოლო შვილები სწავლის საფასურში 11 795 ლარის ოდენობის გასავალი უფიქსირდება.

 

 

ავტორი: ხატია ბანძელაძე