|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ნიუ-იორკში ჯორჯ ბალანჩინის შესახებ დოკუმენტური ფილმის ჩვენება გაიმართა

ნიუ-იორკში ჯორჯ ბალანჩინის ქართული ფესვების შესახებ დოკუმენტური ფილმის ჩვენება მოეწყო.  ფილმი ნიუ-იორკში მცხოვრებმა ქართველმა რეჟისორმა მედეა ასათიანმა და საქართველოს ახალგაზრდა ელჩმა ამერიკაში, ანა ლეჟავამ გადაიღეს.

ფილმი მსოფლიო მნიშვნელობის ქორეოგრაფის, ჯორჯ ბალანჩინის ღვაწლს, შემოქმედებას და მის ქართულ ფესვებს ეხება. ნიუ-ორკში ფილმის ჩვენების იდეა  ანა ლეჟავას ეკუთვნის. ჩვენებაზე მოწვეულნი იყვნენ დიპლომატიური წრეების,  ამერიკის საბალეტო საზოგადოების წარმომადგენლები და ქართველი მსახიობები. 

როგორც ანა ლეჟავამ  "ნიუპრესს" განუცხადა, უამრავი პრობლემის მიუხედავად, ღონისძიება შედგა.

"მართლაც არ მჯერა, რომ ეს გამოვიდა. ბევრ ფინანსურ პრობლემასთან იყო დაკავშირებული.  ასევე რთულია  თავისუფალი სივრცის პოვნა მანჰეტენის შუაგულში, მაგრამ ეს ყველაფერი გამოვიდა და ძალიან მიხარია. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოს მხრიდან ხდება ბალანჩინის მიმართ პატივის მიგება ამ ტიპის ღონისძიების სახით. ბევრი დაინტერსდა ამ ღონისძიებით, ბოლო წუთამდე მწერდნენ, თუ იყო ადგილები,  რომ ჩვენებას დასწრებოდნენ",-ამბობს საქართველოს ახალგაზრდა ელჩი ამერიკაში.

ანა თავად ბალერინაა. მისი პირველი პედაგოგი ჯორჯ ბალანჩინის ძმისშვილი, ცისკარა ბალანჩივაძე იყო.  ის ფილმში  ჯორჯ ბალანჩინის ქართულ ფესვებზე საუბრობს.

 ფილმის რეჟისორის მედეა ასათიანის თქმით, მისთვის საინტერესო იყო ფილმზე  მუშაობის პროცესი.

"მაინტერესებდა, თუ ვინ, როგორი ადამიანი იდგა ამ გენიის უკან. ეს ჩემთვის ყველაზე საინტერესო იყო, გამეგო, ვინ იყო ჯორჯ ბალანჩინი, მაგრამ მისი საქართველოში ცხოვრების ნაწილი უფრო მაინტერესებდა, ამიტომაც ქვია ფილმს "ბალანძივაძე".  ამ ინტერვიუს მეშვეობით ადამიანები ჯორჯ ბალანჩინის ქართულ ფესვებზე უფრო მეტს გაიგებენ",-ამბობს რეჟისორი მედეა ასათიანი.

ანა ლეჟავა, დიპლომატიურ საქმიანობასთან ერთად პედაგოგიურ საქმიანნობასაც უთავსებს. ის თავის ქორეოგრაფიულ გამოცდილებას ნიუ-იორკში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტ ბავშვებს უზიარებს. ჯორჯ ბალანჩინის საღამოსთვის მან ანსამბლ “ფესვების” მოცეკვავეებთან ერთად, გია ყანჩელის მუსიკაზე სპეციალური ცეკვა დადგა. ის სამომავლოდ, ნიუ-იორკში საბალეტო სკოლის გახსნას აპირებს.

 

 

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა