"ნუ მოკლავ ჭიათურას"- თბილიში შუქრუთელების სოლიდარობის აქცია გაიმართა
"ნუ მოკლავ ჭიათურას", "ყველას აქვს ჯანსაღ გარემოში ცხოვრების უფლება" - ამ გზავნილებით თბილისში, პუშკინის სკვერში შუქრუთელების მხარდასაჭერად აქცია გაიმართა.
სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები სოლიდარობას უცხადებენ თბილისში ჩამოსულს პირამოკერილ და მოშიმშილე დაზარალებულებს.
თავად შუქრუთელები, რომლებიც უკვე სამი დღეა მშრალ შიმშილობაზე გადავიდნენ, აშშ-ს საელჩოსთან არიან და ფიზიკური სისუსტის გამო, მოქალაქეების მხრიდან გამოცხადებულ სოლიდარობას და მხარდამჭერ აქციას სრულად ვერ უერთდებიან.
აქციაზე შუქრუთელების პროტესტის მონაწილეების მხოლოდ ნაწილი მივიდა.
შუქრუთელები უკვე 111-ე დღეა უწყვეტ პროტესტს მართავენ, რამდენი დღის წინ კი მათ აქცია აშშ-ს საელჩოასსთან დაიწყეს.
ავტორი: ნიუპრესი