|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ნუგზარ სურმანიძე წინასააჩვენო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს (R)

ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსაჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პროპორციული სიის პირველი ნომერი და  . ბათუმის 70- მაჟორიტარული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ნუგზარ სურმანიძე ამომრჩეველთან შეხვედრებს აგრძელებს.

წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში დეპუტატობის კანიდატმა შეხვედრა ბათუმში, ტაბიძის ქუჩის მოსახლეობასთან გამართა.   

დეპუტატობის კანდიდატმა ამომრჩეველს პარტიის საარჩევნო პროგრამა გააცნო და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.

ნუგზარ სურმანიძემ ყურადღება გაამახვილა საზოგადოებრივი ჯანდაცვის სერვისებზე და აღნიშნა, რომყველა მოქალაქისათვის მსგავს სერვისებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა სახელმწიფოს ვალდებულებაა, ამიტომ, მთელი ქვეყნის მასშტაბით ხელი შეეწყობა მასობრივი სპორტის განვითარებას, საყოველთაო ხასიათი მიეცემა სკვერებისა და სათამაშო მოედნების მოწყობას“.   

ნუგზარ სურმანიძესთან ერთად ტაბიძის ქუჩის მცხოვრებლებს 70- მაჟორიტარული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი საქართველოს პარლამენტში მუხრან ვახტანგაძე შეხვდა.

ქართული ოცნებადემოკრატიული საქართველოსმიზანია იზრუნოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე და სწრაფ განვითარებაზე. ჩვენი მთავრი საზრუნავი მოსახლეობის მოთხოვნების დაკმაყოფილებაა, რისთვისაც 2012 წლის შემდგომ აქტიურად ვახორციელებთ სხვადსხვა სოციალურ თუ ინფრასტრუქტურულ პროექტებს“- განაცხადა მუხრან ვახტანგაძემ.

მოსახლეობასთან შეხვედრა თითქმის ერთ საათს გაგრძელდა, დიალოგი კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, ადგილობრივებმა დეპუტატობის კანდიდატებს 67- საარჩევნო უბანში არსებული მდგომარეობა გააცნეს და მათი მოგვარების უმოკლეს გზებზე იმსჯელეს.  

ავტორი: ნიუპრესი