|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ოცნება" არ წარმოადგენს იდეოლოგიაზე დაფუძნებულ პარტიას"

ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას იძულებით ნაბიჯად მიიჩნევს "გირჩის" ქუთაისის ორგანიზაციის ხელმღვანელი თემურ ცამციშვილი.

"ოცნება" არ წარმოადგენს იდეოლოგიაზე დაფუძნებულ პარტიას, მათ ყოველთვის აერთიანებდათ ბიძინა ივანიშვილი და მისი ავტორიტეტი.  პარტიას არ ყავს პოლიტიკური ლიდერები, მათ შორის არ ყავთ ლიდერები რეგიონებში, ვისაც პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება შეეძლებათ თავის თავზე და კონკრეტული მიმართულებით წაიყვანენ ქვეყანას. ასეთ მდგომარეობას  ქვეყანა კრიზისამდე მიჰყავს და იმ გამოწვევების ფონზეც, რის წინაშეც ქვეყანა დგას, სამწუხაროდ, ძალიან უსუსურად გამოვიყურებით.  ბიძინა ივანიშვილს კარგად ესმის, სადამდე შეიძლება ეს პროცესი მივიდეს და იძულებულია,  პასუხისმგებლობა გაიზიაროს, მისი როლიდან გამომდინარე", -განაცხადა "გირჩის" ქუთაისის წარმომადგენელმა თემურ ცამციშვილმა. 

 შეგახსენებთ, რომ დღეს ცნობილი გახდა, რომ მმართველ პარტიას კვლავ ყოფილი პრემიერი უხელმძღვანელებს. "ქართულ ოცნება" ბიძინა ივანიშვილმა 2011 წელს შექმნა, 2012 წელს კი "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" მმართველი პარტია გახდა. 

ავტორი: ირინა მაკარიძე