|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ოფშკვითში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება

წყალტუბოს სოფელ ოფშკვითში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის, 18 წლის ი.ტ-ს სასამართლო პროცესი დღეს, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში გაიმართება.

ორი დღის წინ წყალტუბოში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 2000 წელს დაბადებული თორნიკე ბაღაშვილი მოკლეს.  მომხდარ მკვლელობაში ეჭვმიტანილი ი.ტ თბილისში დააკავეს, მას ბრალი განზრახ მკვლელობაში ედება, რაც  (საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით,  7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს). 

სასამართლო პროცესს მოსამართლე ციცინო მოსიძე 16:00 საათზე გაუძღვება.

ავტორი: ხატია ბანძელაძე