ოჯახურ ძალადობაში ბრალდებული ქუთაისის სასამართლომ პატიმრობაში დატოვა
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ოჯახურ ძალადობაში ბრალდებულ გრიგოლ ბაკურაძეს პატიმრობის ვადა გაუგრძელა. საქმეს მოსამართლე მურთაზ კაპანაძე განიხილავს.
დღევანდელ პროცესზე ერთი მოწმე და გამომძიებელი დაიკითხა. დაკავებულმა პატიმრობის ოცი ათას ლარიანი გირაოთი შეცვლა ითხოვა, რაც არ დაკმაყოფილდა. ბაკურაძის განცხადებით, იგი პროვოკაციის მსხვერპლია, რადგან ბავშვის წამოსაყვანად მისულს ყოფილი მეუღლე, დეა გოშხეთელიანი და მისი მამა თავს დაესხნენ.
შემთხვევა 3 იანვარს ქუთაისში მოხდა.
გრიგოლ ბაკურაძის ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი თავად არის შექმნილი სიტუაციის მსხვერპლი.
"მეუღლეზე ძალადობაში ბრალდებულთან ფსიქოლოგები მუშაობენ"
ყოფილ მეუღლეზე ძალადობაში ბრალდებულმა ქუთაისის მეორე საპყრობილეში თვითმკვლელობა სცადა
დეა გოშხეთლიანი ყოფილი მეუღლის მხარეს სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის მცდელობაში ადანაშაულებს
ავტორი: ნიუპრესი