ონში სტიქიის შედეგების შესწავლა მიმდინარეობს
ონის მუნიციპალიტეტში სტიქიამ საცხოვრებელი სახლები დააზიანა. გვიან ღამით 5,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის ეპიცენტრი იყო სოფელი ონჭევი. 112-ში 20-მდე შეტყობინება შევიდა. სტიქიას ნგრევა არ მოჰყოლია და არც არავინ დაშავებულა. დაზიანებულია საცხოვრებელი სახლების კედლები.
სტიქიის ზონებში დილიდან იმყოფებიან მხარის რწმუნებული, მუნიციპალიტეტის მერის და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები. კომისიის მიერ მოხდება ზარალის შესწავლა, დაიდება დასკვნები და მოხდება სათანადო რეაგირება.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა