ერთიანი ოპოზიციის ლიდერებმა, ქუთაისის მერობის კანდიდატმა ხატია დეკანოიძემ, ფოთის მერობის კანდიდატმა გიგი უგულავამ, "გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ და "ევროპული საქართველოს" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ გიგი წერეთელმა ქუთაისის საკრებულოს ერთიანი შეთანხმებული მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინეს.
ქალაქ - მუზეუმის მაჟორიტარობის კანდიდატია - ნიკა ნარსია,
ავტოქარხნის დასახლება - ბესო ბრეგაძე,
ნიკეა - ანა კოხრეიძე,
საფიჩხია -კახიანოურის ოლქი - ნატო დანელია,
ჯუბა შაშიაშვილი - სულხან-საბა - ვაკისუბანი,
ამირან ძოწენიძე - უქიმერიონის ოლქი,
თემო პატარიძე - გამარჯვების ოლქი,
დღესვე ოპოზიციის ლიდერებმა ამომრჩეველს ქუთაისის ვიცე-მერობის კანდიდატი წარუდგინეს, ის "გირჩი- მეტი თავისუფლების" წარმომადგენელი იმედა კლდიაშვილი იქნება.