|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ოპოზიციამ შესაძლოა, პარლამენტს მანდატების გაუქმების მოთხოვნით კიდევ ერთხელ მიმართოს

ოპოზიციამ შესაძლოა, პარლამენტს სადეპუტატო მანდატების გაუქმების მოთხოვნით კიდევ ერთხელ მიმართოს. ამის შესახებ "გირჩი - მეტი თავისუფლებისთვის” ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ გუშინ ოპოზიციური პარტიების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, მსგავსი გადაწყვეტილება მოლაპარაკებების პროცესს ხელს არ შეუშლის და აჩვენებს ოპოზიციის სერიოზულ განწყობას.

 ოპოზიცია ასევე მსჯელობს მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოსაც მანდატების გაუქმებასთან დაკავშირებით, თუმცა გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა