ოპოზიციის აქციები ხვალ თბილისის გარდა რეგიონებშიც გაიმართება
ოპოზიციის აქციები ხვალ რეგიონშიც გაიმართება, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ პარლამენტის შენობის წინ აქციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, კონკრეტული ლოკაციები ხვალ გახდება ცნობილი.
„ხვალ გაიმართება რამდენიმე მნიშვნელოვანი აქტივობა თბილისში და არამხოლოდ თბილისში, რასაც ახლა არ დაავანონსებ, მაგრამ დილიდან ამ ყველაფერს იხილავთ.
ხვალ, 19:00 საათზე „სირცხვილია“ აქ, რუსთაველის გამზირზე, აქციას გამართვს, ჩვენ კი სხვადასხვა წერტილში, სხვადასხვა სახის საპროტესტო აქციას გავმართავთ, არა მხოლოდ თბილისში“, - განაცხადა მელიამ.
აქციების მთავარი მოთხოვნა უცვლელია, ესაა გლდანის ციხეში მოშიმშილე მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაა. მესამე პრეზიდენტი უკვე 44 დღეა, შიმშილობს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეიობა სულ უფრო მძიმდება.
ავტორი: ნიუპრესი