|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ოპოზიციის დეპოუტატებთან ვაგრძელებთ კონსულტაციებს ინდივიდუალურად - ირაკლი ზარქუა

ოპოზიციის დეპოუტატებთან ვაგრძელებთ კონსულტაციებს არა პარტიულ დონეზე, არამედ ინდივიდუალურად - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა.  

მისი თქმით, რამდენიმე საკრებულოში თანამდებობის პირების არჩევა ვერ ხდება, თუმცა ეს ტრაგედია არ არის.  

"ეს კრიზისი არ არის. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა გუნდმა მოახერხა, რომ 64 მუნიციპალიტეტიდან, 59-ში ბიუჯეტები ყველგან დამტკიცებული გვაქვს.  ველოდით, რომ რადიკალური ოპოზიციიდან ასეთ საბოტაჟს ექნებოდა ადგილი, ამის გამო იყო მიღებული გადაწყვეტილება, ზოგ მუნიციპალიტეტში ძველ საკრებულოს დაემტკიცებინა ბიუჯეტი. 

 5 მუნიციპალიტეტში გვაქვს დარჩენილი საკრებულოების თავმჯდომარების არჩევა.  მგონია, რომ ეს ტრაგედიას არ ქმნის ჯერჯერობით, ჩვენ ვაგრძელებთ კონსულტაციებს არა პარტიულ დონეზე, არამედ ინდივიდუალურად, თითოეულ  წევრთან ოპოზიციის მხრიდან.  დარწმუნებული ვარ, მივაღწევთ იმას, რომ  გაითვალისწინებენ, მათ შორის მათი ამომრჩევნლებისა და ადგილობრივი მცხოვრებლების ინტერესებს და დროულად მიიღებენ მონაწილეობას თანამდებობის პირების არჩევნებში.  თუმცა,  ამაშიც ტრაგედიას ვერ ვხედავ, ადრე თუ გვიან შეარჩევენ საკრებულოს თავმჯდომარებს" , - განაცხადა ზარქუამ "იმედის" ეთერში. 

ავტორი: ნიუპრესი