|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ორმაგი ავარია ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე - დაიღუპა 33 წლის ბაიკერი, ერთი კაცი კი დაშავდა

ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას 33 წლის ბაიკერი ემსხვერპლა, ერთი მამაკაცი კი დაშავდა. თვითმხილველების ინფორმაციით, მაღალი სიჩაქარით მოძრავი მოტოციკლი ამოყირავდა. მის საშველად გზაზე გადასულ მამაკაცს კი ავტომობილი დაეჯახა.

დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს.

ახალგაზრდა მამაკაცი კლინიკაში შეყვანის დროს მძიმედ იყო და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

მამაკაცს კი ოპერაცია ჩაუტარდა, ის რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

ავტორი: