ორთოპედიული პროდუქტების ფართო არჩევანი “ახალ ხედვაში”
ქართულ ბაზარზე კომპანია „ახალი ხედვა“ 2012 წლიდან ოპერირებს და მომხმარებელს ფართო სპექტრის ორთოპედიულ პროდუქციას სთავაზობს. სამედიცინო ჯგუფი Sigvaris-ის, Morsa Cyberg-ის , Bauerfeind-ის, Berger-ისა და სხვა საერთაშორისო მწარმოებლების ექსკლუზიური წარმომადგენელია საქართველოში და წარმატებით ახორციელებს პროდუქციის იმპორტს, დისტრიბუციასა და ასევე მუშაობს ინდივიდუალური, სპეციალიზირებული შეკვეთების მიმართულებით. კომპანიის ფილიალებში, რომლებიც, დედაქალაქის გარდა, საქართველოს სამ რეგიონში მდებარეობს, უმაღლესი ხარისხის პროდუქცია ხელმისაწვდომ ფასებშია წარმოდგენილი.
კომპანია „ახალი ხედვა“ მომხმარებლებს ორთოპედიის მიმართულებით მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს. ორთოპედიული პროდუქცია სხვადასხვა დანიშნულების მქონე სამედიცინო ნივთებს აერთიანებს. ეს სამედიცინო დანიშნულების მქონე ნივთები ადამიანებს ჯანმრთელობის გარკვეული პრობლემების მოწესრიგებაში, რეაბილიტაციის პროცესსა და სხვადასხვა დაავადების პრევენციაში ეხმარება, ამიტომ, მათ ადამიანები ყოველდღიურადაც გამოიყენებენ. ორთოპედიულ პროდუქტებს შორის არის ფიქსატორები, ორთოპედიულ ბალიშები, ვარიკოზის მოვლის საშუალებები, წელის კორსეტები და ქამრები. აღნიშნული სამედიცინო საშუალებები, ძირითადად, საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის დეფორმაციისა და დაზიანებების მკურნალობის ან შესაბამისი დაავადებების პროფილაქტიკის დროს გამოიყენება. განვიხილოთ, რამდენიმე მათგანი:
- ორთოპედიული ფიქსატორები სხეულის ნებისმიერი ნაწილისთვის არის განკუთვნილი. ის უდრეკი ან რბილი მასალისგან მზადდება და სახსრის მოძრაობას ნაწილობრივ ან სრულად ზღუდავს.
- ორთოპედიული ბალიშები ადამიანის სხეულის თითქმის ყველა ორთოპედიული პრობლემისთვის არსებობს. ეს პროდუქტი ხელს უწყობს სხეულის სწორ პოზიციონირებასა და ეხმარება ადამიანებს კომფორტული სამუშაო გარემოს შექმნაში.
- წელის კორსეტები და ქამრები კი იდეალურია წელის ტკივილის აღმოსაფხვრელად და სხეულის ამ ნაწილში დატვირთვას ამსუბუქებს. ზოგიერთი მათგანი მუცლის ღრუს ოპერაციების შემდეგ ექიმის რეკომენდაციით გამოიყენება.
ორთოპედიული პროდუქციის შეძენა შესაძლებელია , როგორც კომპანია „ახალი ხედვის” ფილიალებში თბილისსა და რეგიონებში ასევე, სამედიცინო ჯგუფის ოფიციალურ ვებგვერდზე.
ავტორი: